კახეთში 14 წლის გოგონა დაჭრეს

news
: news თებერვალი 2, 2016 23:49

კახეთში 14 წლის გოგონა დაჭრეს

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში 14 წლის გოგონა სანადირო თოფით დაჭრეს. გოგონას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივები მომხდარს შემთხვევითობას უკავშირებენ. მათი ინფორმაციით 22 წლის მამაკაცს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა, ნასროლი ტყვია კი იქვე მყოფ 14 წლის გოგონას მოხვდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამწყემსოდან ბრუნდებოდა, როდესაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა.

დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაში ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და გოგონას სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე მამაკაცი უკვე დაკავებულია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.

http://pia.ge/show_news.php?id=59481&lang=geo

news
: news თებერვალი 2, 2016 23:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics