,,არასდროს ჩავაყენებ პატრიარქს ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, ვკითხო, მისი მხარდაჭერა მექნება თუ არა”

მე ისე მიყვარს ჩემი პატრიარქი, რომ მას არასდროს ჩავაყენებ ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, ვკითხო, მისი მხარდაჭერა მექნება თუ არა, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა, მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “tV პირველის” ეთერში განაცხადა.

“ეს ჩემგან ძალიან ცუდი საქციელი იქნება. ამიტომ მე პატრიარქთან ასეთი საუბარი საერთოდ არ მქონია. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ვაყალიბებ ფონდს, ვუთხარი ჩემი გეგმები, მაგრამ მე არასდროს მიკითხავს მისთვის, მისი მხარდაჭერა მექნება თუ არა, მე ამას ვერ ვაკადრებ ჩემს პატრიაქს. ყველა ამბობს, რომ პატრიარქს პაატა უყვარს. მე კი გეტყვით, რომ პატრიარქს უყვარს ყველა. მე არ ვარ გამონაკლისი. არ არის საქართველოში არც ერთი მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ჩვენი მოქალაქე პატრიარქს რომ არ უყვარდეს. ამიტომ მე მას ვერ ვაკადრებ, რომ ჩემს საქმიანობაში ჩავრთო. თუმცა მე ვიცი ერთი რამ, რომ ჩემის აზრით, ის მე ამ საქციელს მომიწონებს. ჩვენი ფონდი საქართველოს ძალიან წაადგება და ძალიან დიდ საქმეს გაუკეთებს”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე ინფორმაციით, “საქართველოს განვითარების ფონდი” რეგიონებში აქტიურ გასვლებს იწყებს. “უკვე გავხსენით თელავისა და რუსთავის ოფისები. ახლა გვექნება ოფისების გახსნა ახალციხეში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ჩვენ უნდა ჩავიდეთ ყველა რეგიონიში. ხალხი რეგიონებში თავს აბსოლუტურად მიტოვებულად გრძნობს. ისინი იგნორირებულები არიან მთელი სამყაროსგან. ეს ადამიანები უბრალოდ არსებობენ. დღეს გათენდა, ღამე მოდის, ბნელდება, ისინი იძინებენ, დღე უთენდებათ და ასე მიდის მათი ცხოვრება. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მათ რაღაცას ეკითხებიან. ჩვენ ეს გრძნობა უნდა გავაღვივოთ ხალხში. ადამიანებს უნდა ვაგრძნობინოთ რომ ისინი საჭირონი არიან”, – განაცხადა “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა.

banner
წინა სტატიაშიკახეთში 14 წლის გოგონა დაჭრეს
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე – პრეზიდენტი მხარს უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას