,, კვირიკაშვილი პარტია ქართულ ოცნებასა და კოალიციას ერთად უხელმძღვანელებს”

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ადასტურებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი პარტია ქართულ ოცნებასა და კოალიციას ერთად უხელმძღვანელებს. გიორგი ვოლსკის თქმით, პრემიერი პარტიის თავმჯდომარის პოსტს გაზაფხულზე ჩაიბარებს, როდესაც ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება.

ფრაქციის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ სიის ფორმირებაში გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იქნება. გია ვოლსკი მხარს არ უჭერს მინისტრთა კაბინეტის წევრების პარლამენტში გადანაცვლებას.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე კონსულტაციებს მინისტრებიც არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მსგავსი შეთავაზება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან არ მიუღიათ.

მინისტრების ნაწილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გაწევრიანება ქართულ ოცნებაში 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების გამარჯვების აუცილებელი პირობაა.

banner
წინა სტატიაშიხვალ ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ლავროვმა უნდა განმარტოს, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ ამ შეხვედრაზე