მაია ფანჯიკიძე: ეს მზაობა ლავროვის განცხადებაში ვერ მოვისმინე

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრისთვის სერგეი ლავროვის განცხადება გაუგებარია. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია ფანჯიკიძემ, რუსეთის პირველი დიპლომატის დღევანდელი განცხადების შეფასებისას თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ აკავშირებს ლავროვი ერთმანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ვიზების საკითხს.

„საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან შეწყვიტა 2008 წლის ომის შემდეგ. შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დეოკუპაცია. ჩემთვის გასაკვირია, რატომ დაუკავშირა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური ურთიერთობების და ვიზების საკითხი ერთმანეთს. საქართველომ უვიზო რეჟიმი რუსეთთან შემოიღო მაშინ, როდესაც უვიზო ურთიერთობები გაწყვეტილი ჰქონდა. თუკი ეს არის როგორც პირობა, ისე ნაგულისხმევი, მაშინ უვიზო მიმოსვლას მომავალი არ უწერია, სანამ არ მოხდება ქვეყნის დეოკუპაცია. ეს მზაობა ლავროვის განცხადებაში ვერ მოვისმინე,“ – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

banner
წინა სტატიაშიკრემლი: ბიბისის ფილმი პუტინზე ცილისწამება და ჭორია
შემდეგი სტატიადამტკიცებულია ფიფას საპრეზიდენტო კანდიდატთა სია