დამტკიცებულია ფიფას საპრეზიდენტო კანდიდატთა სია

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ 5 საბოლოო კანდიდატი დაადგინა, რომლებიც ფიფას პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებენ.
საბოლოო სიაში შევიდნენ ბახრეინის შეიხი სალმან იბრაჰიმი, იორდანიის პრინცი ალი ჰუსეინი, ფრანგი ჟერემ შამპანი, იტალიელი ჯანი ინფანტინო და სამხრეთ აფრიკელი ტოკიო სეკსვალე.

ფიფას არჩევნები 26 თებერვალს გაიმართება.
ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატელი თანამდებობიდან 2015 წლის შემოდგომაზე გადააყენეს ფედერაციის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო.

banner
წინა სტატიაშიმაია ფანჯიკიძე: ეს მზაობა ლავროვის განცხადებაში ვერ მოვისმინე
შემდეგი სტატიადიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტი შეზღუდვებით მუშაობს