„70 პროცენტი პროფესიონალი კადრების დეფიციტია“ – შოთა ხაბარელი ლევან ყიფიანის უწყებას აკრიტიკებს

ლევან ყიფიანის უწყების კრიტიკა გრძელდება. ქრათული ოცნების ფრაქციის სხდომაზე სპორტის კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას განიხილავენ, რომელშიც სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარვეზებზეა საუბარი.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ დასკვნაში საუბარია არა მხოლოდ სპორტის სახეობებზე, არამედ ინფრასტრუქტურასა და კადრებზე.

მისი თქმით, საქართველოში ამ სფეროში 70 პროცენტი პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ხაბარელი დაინტერესდა, რატომ არ მოხდა მათი გადამზადება და არ ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები.

ამავე თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ვოლსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და იმის გამო, რომ ოპონენტებს სალაპარაკო თემა არ მიეცეთ, უმრავლესობა ამ პროცესზე უარის თქმას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილისა და Global Alliance for Health and Social Compact-ის ექსპერტებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიაპატრიარქი – დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის