ირაკლი ღარიბაშვილისა და Global Alliance for Health and Social Compact-ის ექსპერტებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის საკითხები განიხილეს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის – Global Alliance for Health and Social Compact-ის ექსპერტებს შეხვდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, საუბარი გუშინ გაფორმებულ შეთანხმებას შეეხო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
“ჩვენ საბოლოოდ გადავედით მოსამზადებელი ფაზიდან მოქმედების ფაზაზე. გავაფორმეთ შეთანხმება მართლაც პროფესიონალების გუნდთან, რომლებთან თანამშრომლობით შეგვეძლება, გავზარდოთ ჯანდაცვის ხარისხი და მინიმალური გახდეს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან სამკურნალოდ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მომზადებული კონკრეტული ხედვა, სამუშაო გეგმა, რომლის რეალიზაციასაც, ვფიქრობ, უახლოესი თვეების განმავლობაში შევძლებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალი, აქამდე გამოუყენებლი ინოვაციური მოდელები საშუალებას მისცემს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, მართლაც მაღალი ხარისხის, კლასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდეს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
უფრო კონკრეტულად, მისი განმარტებით, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან თანამშრომლობით იგეგმება სამუშაოები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პირველადი ჯანდაცვა, სასწრაფო დახმარების სამსახური, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და ა.შ.
“განვითარებული ჯანდაცვის სისტემებში მოსახლეობის 80 %-ის საჭიროებებს აგვარებს პირველადი ჯანდაცვა – ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკა დ ა.შ. მხოლოდ 20 %-ს სტაციონარი. ჩვენთან არის პირიქით – 80 % მიდის პირდაპირ სტაციონარში. ეს ხდება იმის გამო, რომ პირველადი ჯანდაცვა საჭიროებს სერიოზულ რეფორმას. ერთ-ერთი მიმართულებაა სასწრაფო დახმარება, რომელიც სამწუხაროდ, გადაქცეულია მობილურ აფთიაქად ან მობილურ ოჯახის ექიმად. მესამეა – გარე ექსპერტული რესურსების მოძიება, რომელიც საჯარო სამსახურს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საკმაოდ შეზღუდული. დაგეგმილია სრულიად ახალი მოდელის დანერგვა კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს, როგორც კლინიკების მართვაში, ასევე სახელმწიფო პროგრამების ექსპერტულ რევიზიაში, რომ ის უფრო ეფექტურო გახდეს. ასევე ერთ-ერთი მიმართულებაა მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, ისე როგორც კონტროლი ზოგადად სამედიცინო მოვლაზე, რასთან დაკავშირებულ შეფასებასაც ხარისხის კონტროლის ჯგუფი გააკეთებს. ეს არის ის ძირითადი და მთავარი მიმართულებები, რომელიც იშლება ქვეპუნქტებად”, – აღნიშნა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიკუბლაშვილი დაღუპულ პოლიციელებზე კომპენსაციის გაზრდას ითხოვს
შემდეგი სტატია„70 პროცენტი პროფესიონალი კადრების დეფიციტია“ – შოთა ხაბარელი ლევან ყიფიანის უწყებას აკრიტიკებს