23 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს

23 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს. ისინი უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა გემზე აფრიკის კონტინენტზე მდაბარე ბენინის რესპუბლიკის ქალაქ კოტონუს ყურეში იმყოფებიან.

მეზღვაურები ჰყვებიან, რომ დამქირავებელი ბერძნული კომპანიის წარმომადგენლებმა მათთან კონტაქტი შეწყვიტეს. საჭმლის და სასმელი წყლის მარაგი კი ამ დროისთვის კრიტიკულად მცირეა.

“კურიერთან” სატელეფონო საუბარში მეზღვაურები ამბობენ, რომ 6 თვეა ისინი კუთვნილი ხელფასის მიღებას ელოდებიან, რათა სახლში დაბრუნდნენ. მათ უკვე დაუმთავრდათ კონტრაქტები და უფულობის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ბათუმის საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტო ამ ფაქტის შესახებ სრულად ინფორმირებულია. თუმცა ოფიციალური კომენტარის გავრცელებას დღის ბოლოს აპირებენ.

banner
წინა სტატიაშივუდი ალენი ამაზონის შეკვეთით ტელესერიალს იღებს
შემდეგი სტატია2015 წლის ევროვიზიაზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს