ვუდი ალენი ამაზონის შეკვეთით ტელესერიალს იღებს

კომპანია Amazon Studios-მა, რომელიც ინტერნეტ მაღაზია Amazon.com-ს ეკუთვნის, ცნობილ კინორეჟისორთან და მსახიობთან ვუდი ალენთან გააფორმა ხელშეკრულება. ის იქნება ტელესერიალის სცენარისტიც და რეჟისორიც. ნახევარსაათიანი ტელესერიალები Prime Instant Video-სთვის შეიქმნება და ნაჩვენები იქნება აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში.

„არ ვიცი ამაში როგორ გავეხვიე, იდეებიც არ მაქვს რა და როგორ დავიწყო“ – განაცხადა ვუდი ალენმა ფრანს პრესთან საუბრისას.

„ვუდი ალენი შემოქმედია, რომელმაც რამდენიმე ყველა დროის ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი შექმნა, ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა მის პირველ ტელესერიალში“ – თქვა ამაზონ სტუდიოს ვიცე პრეზიდენტმა.

ვუდი ალენი ოსკარის ოთხგზის მფლობელია.

banner
წინა სტატიაშიშუქის ფესტივალი იაპონიაში
შემდეგი სტატია23 ქართველი მეზღვაური შველას ითხოვს