21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
პროცესს ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში, სადაც დაკავებული ახალგაზრდა იმყოფება მისი ადვოკატიც დაესწრება.
ლადო გრიგალაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ოფიციალური განცხადებით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზეა ჩადენილი.