19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში სპეცრაზმი შეცდომით შევიდა? – პანკისის სპეცოპერაციის ახალი დეტალები

პანკისში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე „თაიმერისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სპეცრაზმელებს სახლი შეეშალათ და 19 წლის ბიჭის ოჯახში შეცდომით შევიდნენ.

„როგორც ხეობიდან მაქვს ინფორმაცია, დასაჭერების საცხოვრებელი სახლების შესახებ ინფორმატორმა სპეცსამსახურს არასოწრი ინფორმაცია მიაწოდა. ჰოდა, სპეცრაზმიც იმ სახლში შევიდა, სადაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ისიც გავიგე, რომ ერთ-ერთ სპეცრაზმელს შემთხვევით გაუვარდა. სხვებმა იფიქრეს, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება ჰქონდათ და სროლა ამიტომ დაიწყეს,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო.

მისივე ვერსიით, სპეცსამსახურს თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთ დაკავებულში შეეშალათ.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ვიდეომასალა ზვიად რატიანის საქმეზე
შემდეგი სტატია“ვინც ახლა ამას დაიჯერებს, პირდაპირ კახა თარგამაძის სახელობის პრემიაზე უნდა იქნეს წარდგენილი”