17 ოქტომბერს რომში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი 17 ოქტომბერს რომში პრესკონფერენციას გამართავს. მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეძღვნება მედოევის “სამუშაო ვიზიტს” იტალიაში. როგორც ოსური საინფორმაციო სააგანტო “Рес”-ი იუწყება, პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს “სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების” წარმომადგენელი იტალიაში მაურო მურჯია და “სამხრეთ ოსეთის პარლამენტის” წარმომადგენელი ევროპარლამენტში ჯულიეტო კიეზა.
18 ოქტომბერს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია “სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის” ოფისში შეხვედრას გამართავს იტალიაში აკრედიტებულ “რესპუბლიკის რეგიონალურ წარმომადგენლებთან”. შეხვედრაზე იმსჯელებენ რომსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.
სააგენტო “Рес”-ის ცნობით, მედოევის ვიზიტის მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება შეხვედრა ფლორენციის უნივერსიტეტში, სადაც “კავკასიაში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებენ”. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ფრანკო კარდინი და ლუკა პინჯიტორე.

banner
წინა სტატიაშისოხუმი ბოლო დამცველებმა დატოვეს-აფხაზეთის გმირები (ფოტოები)
შემდეგი სტატიადიმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის და მოხარული იქნება იტალიელი ბიზნესმენების რესპუბლიკაში ხილვით”