დიმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის და მოხარული იქნება იტალიელი ბიზნესმენების რესპუბლიკაში ხილვით”

“სამხრეთ ოსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის და მოხარული იქნება იტალიელი ბიზნესმენების რესპუბლიკაში ხილვით”, – განაცხადა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა იტალიის ქალაქ პეზაროს სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან, იტალიის სამრეწველო-სავაჭრო პალატის “იტალია-რუსეთის” სექციის მეთაურთან ალბერტო დრუდისთან შეხვედრის დროს.
როგორც ცხინვალის სააგენტო “Рес” -ი იტყობინება, შეხვედრაზე მედოევმა მადლობა გადაუხადა იტალიურ მხარეს მოწვევისთვის და გამოთქვა მზადყოფნა პროდუქტიული თანამშრომლობა დაამყაროს იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებთან.
ალბერტო დრუდიმ მედოევს გააცნო ქალაქ პეზაროს ეკონომიკური პოტენციალი და დაპირდა სტუმარს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას.
ცნობისთვის, პეზარო – ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. 2007 წლის აღწერის მიხედვით, მისი მოსახლეობა 92 206 ადამიანს შეადგენს. ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი დასაყრდენია მეთევზეობა, ავეჯის წარმოება და ტურიზმი.

banner
წინა სტატიაში17 ოქტომბერს რომში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტში შეიქმნება დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც პროპაგანდას გაუწევს ” აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ჰუმანიტარულ ინიციატივებს