“ხელისუფლება იყო აგონიურ-პანიკურ მდგომარეობაში”

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი გიგი უგულავას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით არსებულ პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ ორი დღის მანძილზე ხელისუფლება აგონიურ-პანიკურ მდგომარეობაში იყო.

„ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილი ისტერიკა მოაწყო რომ გიგი არც ერთი წამით, არც ერთი საათით არ ყოფილიყო გარეთ. ეს მიანიშნებს იმ აგონიურ-პანიკურ მდგომარეობაზე, რომელშიც არის ხელისუფლებაში, იმ სისუსტეზე, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მათი ერთადერთი მთავარი ინსტრუმენტი თავის გადარჩენისა არის პოლიტიკური დევნა. ამ ხელისუფლებამ თავისი განაჩენი უკვე დაწერა და ის აუცილებლად დამარცხდება არჩევნების გზით,“ – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

გოკა გაბაშვილის განცხადებით დღევანდელი მმართველი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

გოკა გაბაშვილმა ასევე ისაუბრა გიგი უგულავას საქმის მოსამართლეზე და თქვა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდის და ეს ზეწოლა იმ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რომელიც მას რამდენიმე თვის წინ გადახდა.

banner
წინა სტატიაში„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”
შემდეგი სტატია“ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური რეაბილიტაციის გზაზე ქართულ ოცნებაზე უკეთესი მეკავშირე არ ჰყავს”