“ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური რეაბილიტაციის გზაზე ქართულ ოცნებაზე უკეთესი მეკავშირე არ ჰყავს”

„გიგი უგულავას მიმართ წარმოებული სამართალწარმოების ეს ეტაპი პოლიტიკური თვალსაზრისით წააგო ხელისუფლებამ და მოიგო ნაციონალურმა მოძრაობა,“ – ამის შესახებ რუსთავი 2-თან თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე აცხადებს.

მისი თქმით პროცესი პოლიტიზირებული იყო და მის პოლიტიზირებას თავად ხელისუფლება უწყობს ხელს. შალვა შავგულიძემ თამაზ მეჭიაური, დავით უსუფაშვილი და მერაბ ტურავა გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა პროკურატურის არასათანადო მოქმედებებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლას.

„შეიქმნა პოლიტიკური ფონი რაც შექმნა თავად ქართულმა ოცნებამ. შედეგი არის ის, რომ გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების თვალში არის უსამართლოდ დაჩაგრული და სიმართლისათვის მებრძოლი, ქართული ოცნება კი გამოჩნდა, როგორც მოძალადე და უსამართლო ხელისუფლება. ქართულ ოცნებას დიდი წვლილი მიუძღვის ამ შედეგებში. ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური რეაბილიტაციის გზაზე ქართულ ოცნებას უკეთესი მეკავშირე არ ჰყავს,“- აცხადებს შალვა შავგულიძე.

შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმრად იქცა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება იყო აგონიურ-პანიკურ მდგომარეობაში”
შემდეგი სტატია“არც მოსამართლის და არც ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია სწორად არ მიმაჩნია”