“წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის”-ირაკლი ღარიბაშვილი კახი კახიშვილს –

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაესწრო

წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის, – ასეთი ხუმრობით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს, რომელმაც მინისტრებს შინაპატიმრობის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური სამაჯურების შეძენასთან დაკავშირებული საკითხი გააცნო.
ამასთან, მას შემდეგ, რაც კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ სამაჯურებით პირველ ეტაპზე შინაპატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ, პრემიერმა კიდევ ერთხელ იხუმრა, რომ შემდეგი უკვე პოლიტიკოსები იქნებიან.
რაც შეეხება საკითხის სერიოზულ შეფასებას, მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ შინაპატიმრობაში მყოფი პირების სპეციალური სამაჯურების მეშვეობით გაკონტროლება “კარგი პროექტი” და “ძალიან მნიშვნელოვანი გეგმაა”.
სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის – შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს. შესაბამისი განცხადება მთავრობის სხდომაზე უწყების ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა გააკეთა.
მისი განმარტებით, თავდაპირველად სამაჯურებით, რომელთა შესყიდვა ამერიკული კომპანიისგან მოხდება, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
სასჯელის ახალი ფორმა საქართველოში მიმდიანრე თვეში უნდა ამოქმედდეს.

banner
წინა სტატიაში“ამბასადორიალი-2015”- დღეს საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიში წარადგინა