“ამბასადორიალი-2015”- დღეს საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა – ამბასადორიალი, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების საკითხებზე თემატური სამუშაო შეხვედრებით გაგრძელდა.
დღესვე ამბასადორიალზე საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ.
ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბიორგე ბრენდე, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ასევე გაიმართება შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამბასადორიალი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შემაჯამებელი პრესკონფერენციით დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს
შემდეგი სტატია“წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის”-ირაკლი ღარიბაშვილი კახი კახიშვილს –