შემზარავი ფაქტი სამტრედიაში

შემზარავი ფაქტი სამტრედიაში

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ  სამტრედიელი   მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დააკავეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობსმრავალჯერ ნასამართლევი ბიძა, დისშვილს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა. გოგონამ შემთხვევის შესახებ ოჯახის წევრებს თავიდანვე უამბო თუმცა მას არ დაუჯერეს, ბოლოს კი საკუთარი გასაჭირის შესახებ მეგობარს მოუყვა.

მეგობრის მონაყოლი ჯერ მანდატურმა შემდეგ კი სამართალდამცავებმა გამოიძიეს, გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარეს და დადგინდა, რომ მასზე წლების განმავლობაში ხშირად ძალადობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ  სამტრედიელი   მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დააკავეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ რომ თავი მოეჭრათ. რაც შეეხება გოგონას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით ნორმალურია, ახლა ყველაფერი სარეაბილიტაციო კურსზეა დამოკიდებული, რომელიც 14 წლის გოგონას ესაჭიროება. სტრესი რომელშიც ის 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა შემზარავია.

10 და 14 წლის შვილიშვილებს მოხუცი ბებია ზრდიდა. სოციალურად დაუცველი ოჯახი სამტრედიაში ნაქირავებ ფიცრულში სექტემბერში გადმოვიდა. ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ბავშვების დედა თურქეთიდან ქმართან ერთად ჩამოვიდა.

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ კბილაშვილმა სამსახურებრივი დაუდევრობა გამოიჩინა-ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიასაჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს