არჩილ კბილაშვილმა სამსახურებრივი დაუდევრობა გამოიჩინა-ირმა ინაშვილი

არჩილ კბილაშვილმა სამსახურებრივი დაუდევრობა გამოიჩინა-ირმა ინაშვილი„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ კბილაშვილმა სამსახურებრივი დაუდევრობა გამოიჩინა, როცა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კოჰაბიტაციას დაემორჩილა.

ირმა ინაშვილის თქმით, „არჩილ კბილაშვილს ახლა სინდისი უნდა ეწვოდეს იმის გამო, რომ მის დროს პროკურატურამ გაწირა მოწმეები, რასაც ვერ ვიტყვი ახლანდელ პროკურატურაზე. ისინი ძალიან კარგად იცავენ მოწმეებს, მე მაქვს ამის გამოცდილება და რაც კარგია, ამასაც ვამბობ ხოლმე, არაა პრობლემა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა განაცხადა ასევე, რომ პროკურატურამ ძალიან კარგად იმუშავა, თუმცა, საჭიროა არამხოლოდ იმ პირის ვინაობის გამოკვეთა, ვინც ააფეთქა იური ვაზაგაშვილი, არამედ მათიც, ვინც ეს და სხვა მკვლელობები დაგეგმა.

banner
წინა სტატიაშიკიევის პატრიარქმა ფილარეტმა 29 ქართველი მოხალისე ჯარისკაცი მედლით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაშემზარავი ფაქტი სამტრედიაში