საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდესშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე მზადაა, აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს. ამის შესახებ ბარამიძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

„ამ ხელისუფლებისგან არაფერს გამოვრიცხავ. თუ საჭიროა, მომიხსნიან იმუნიტეტს, ჩავჯდები ციხეში, ვიქნები ჩემს მეგობრებთან. იმიტომ რომ აბსულუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში. არავის მივცემ იმის თქმის ფუფუნებას, რომ მე სადღაც გავიქეცი და დავიმალე“ – განაცხადა ბარამიძემ.

მისვე განცხადებით, “დრევანდელო ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას მე მგონი შემოდგომაზე აპირეს და ეხლა უნდათ იძახონ, რომ ხალხს ჭურში აგდებდნენ, ადამიანს კლავდნენ, ამიტომ ამათგან ყვეალფერს მოველი… ეხლა გვაქვს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის სხდომა, ცოტა ხნით მივდივარ ბრიუსელში, იქიდან კიევში და არსად გაპარვას არ ვაპირებ.

“იმედია დამთავრდება ის აბსურდი, რომ აფრასიძეებს იარაღი არასოდეს არ ჰქონდათ, თურმე არასოდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და არასოდეს კრიმინალთან შეხება არ ჰქონიათ… იმედია ეს ყველაფერი გაირკვევა“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე “იმედის კვირასთან საუბარში

ელოდება თუ არა დეპუტატი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას?– ბარამიძე არაფერს გამორიცხავს და მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

შეგახსენებთ, რო აფრასიძეების დაკავების ოპერაცია, რომელსაც შსს მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა, მესტიაში, სოფელ ეწერში 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა. სპეცოპერაციის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეების ლიკვიდირება მოხდა. დაკავებულ გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მათ რუსთავის მე-16 დაწესებულება 2013 წელს დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიშემზარავი ფაქტი სამტრედიაში
შემდეგი სტატიაგალში აფხაზებმა ორი ქართველი დააპატიმრეს