„შეიძლება 2-3 კვირაში ვიხილოთ ისიც, რომ გიგი უგულავა გამოუშვან ციხიდან“

ქართული ანდაზაა,

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებების გამო აკრიტიკებს.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანას არასოდეს პერსპექტივა არ ექნება.

„დღეს მე მოვისმინე, რომ გამოუშვეს ის, ვინც გიგი უგულავასთან ერთად დააპატიმრეს. შეიძლება 2-3 კვირაში ვიხილოთ ისიც, რომ გიგი უგულავა გამოუშვან ციხიდან. ასე თუ გაგრძელდა, ამ ქვეყანას არასოდეს პერსპექტივა არ ექნება. მოიპარავს ადამიანი ათობით მილიონს, დაჯდება 6 თვე ციხეში, გამოვა ციხიდან და გემრიელად იქნება. თუ ვერაფერს უმტკიცებდნენ უგულავას, რატომ იჭერდნენ, რატომ მოუხსნეს შუაღამეს უფლებამოსილება? თუ უმტკიცებენ, მაშინ ეს რა თამაში და მაიმუნობაა, რას უშლიან ამ ადამიანებს ნერვებს?“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

თბილისის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. გიორგი ღონიაშვილს, რომელსაც ყოფილ მერთან ერთად ფულის გათეთრებაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა მარტში ეწურებოდა. წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა და ღონიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, ვაჩვენოთ არსებითი წინსვლა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების გზაზე
შემდეგი სტატია„ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ საქართველოსთან მიმართებაში გადადგა, უკიდურესად არამეგობრულია“