ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეები ყაზბეგიდან ანანურში გადმოიყვანეს. როგორც “თაიმერს” შსს-დან აცნობეს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს. ისინი დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

მოქალაქეების გადმოსაყვანად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელეს. მოქალაქეების ანანურიდან ტრანსპორტერებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად პირველი რეისი გუშინ შესრულდა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან თბილისში 70-მდე მოქალაქე გადმოიყვანეს

banner
წინა სტატიაშიგანგაში პარიზის დისნეილენდში
შემდეგი სტატია“ისლამი არ არის ტერორიზმი, ისლამი არის მშვიდობა და სიცოცხლის სიყვარულია”