“ისლამი არ არის ტერორიზმი, ისლამი არის მშვიდობა და სიცოცხლის სიყვარულია”

სლამი არ არის ტერორიზმი, ისლამი არის მშვიდობა და სიცოცხლის სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა .

სრულიად საქართველოს მუფტი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და ისლამის სახელით ჩადენილი სისასტიკე დაგმო.

მისი თქმით, სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანებს შორის მხოლოდ პატივისცემა უნდა არსებობდეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.

“ღმერთმა მისცა ადამიანს სული, ამიტომ მისი წართმევის უფლება მხოლოდ მას აქვს. ადამიანები ერთმანეთს არ უნდა კლავდნენ, ისლამი მშვიდობას ნიშნავს და ეს რელიგია ადამიანებს მშვიდობისკენ მოუწოდებს”, _ განაცხადა სრულიად საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ.

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ ჩჰარლიე ჰებდო-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. სატირულმა ჟურნალმა ბოლოს “ტვიტერზე” “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

გუშინ ვინსენსისა და დამარტენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად პოლიციამ სამი ტერორისტი – ჟურნალ ჩჰარლიე ჰებდო-ზე თავდამსხმელები ძმები საიდ და შერიფ კუაშები და ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს
შემდეგი სტატიაპარიზში ერთიანობის მხარდასაჭერ მარშს სერგეი ლავროვი დაესწრება