,,ფუკუსიმაზე,, რადიოაქტიური წყლის გაჟონვა მოხდა

დღეს 1 მაისს, იაპონიაში ატომურ რეაქტორ ,,ფუკუსიმა-1,,ზე რადიაციული წყლის გაჟონვა მოხდა… ამის შესახებ იუწყება აეს-ის ოპერატორი კომპანია ,,Tokyo Electric Power,,-ი, რომელმაც  დაღვრილი სითხე მეთვალყურე რობოტების გამოყენებით აღმოაჩინა…

კომპანიის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს რადიაქტიული წყლის ცისტერნებზე დაზიანების ადგილის დადგენა…

აღსანიშნავია, რომ რადიაქტიური წყლის გაჟონვა, ძირითადი პრობლემაა იაპონურ დაზიანებულ აეს-ებზე მომუშავე ლიკვიდატორებისათვის. როგორც ცნობილია, ამჟამად იაპონიის ავარიულ სადგურებში, მიწისზედა ცისტერნებში  250. 000 ტონამდე რადიაქტიური წყალი ინახება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: პატივი ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას