„ფასები 100-მდე დასახელების მედიკამენტზეა გაზრდილი“-სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 100-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები 7-დან 10%-მდე გაიზარდა.

სერგეენკოს თქმით, მის უწყებას მზად აქვს სამოქმედო გეგმა პირველადი მომხმარების მედიკამენტებზე ფასების კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში დოტაცია განახორციელოს.

„დღეის მდგომარეობით 15 000-მდე დასახელების მედიკამენტებიდან მხოლოდ 100-მდე მედიკამენტზეა ფასები გაზრდილი, საშუალოდ 7-დან 10%-მდე. ჯანდაცვის სამინისტროს მზად აქვს სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების ზრდა კიდევ მოხდება, სახელმწიფო გააკეთებს დოტაციას, რათა ფასები შენარჩუნდეს და რიგ შემთხვევებში, ესენციურ მედიკამენტებზე დაიწიოს კიდეც“, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში„მინსკის მოლაპარაკებების შედეგები საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“
შემდეგი სტატია“მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში ვითარება გაუმჯობესდა”