„მინსკის მოლაპარაკებების შედეგები საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის შეფასებით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან არაა გამოხატული.

მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესი ერთიან კონტექსტშია განსახილველი და შესაბამისად, მინსკის მოლაპარაკებების შედეგები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.

„ზოგადად, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ მხოლოდ ერთ ქვეყანასთან სამხედრო მოქმედებებში გამოხატული არაა. ეს გამოხატულია იმ ოკუპაციის პოლიტიკაში, რომელიც სახეზეა. ეკონომიკურ, სამხედრო პოლიტიკაში. შესაბამისად, მინსკის მოლაპარაკებები ერთიან კონტექსტში მიმდინარე პროცესია და შედეგები საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მინსკის შეხვედრა ყველასთვის უმნიშვნელოვანესია.

„როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ეს ბოლო შანსია, რათა ეს უმძიმესი ვითარება მშვიდობიანად მოგვარდეს. ის ყველაზე ახდენს გავლენას, მთელს ევროპაზე და მის უსაფრთხოების სისტემაზე. ვფიქრობ, პრობლემა გლობალურად იქცა. დაველოდოთ მინსიკს მოლაპარაკებების შედეგებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმაია მთავრობის სხდომას ესწრება
შემდეგი სტატია„ფასები 100-მდე დასახელების მედიკამენტზეა გაზრდილი“-სერგეენკო