უნგრეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ

უნგრეთი2უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დისკუსიის წინადადებით წარსდგა, რომელიც ქვეყანაში სიკვდილით დასჯის დაბრუნებას ეხება.
ობრანის თქმით, მძიმე დანაშაულებებზე არსებული დასჯა ძალიან მსუბუქია და უნგრეთში აუცილებელია „დღის წესრიგში დარჩეს“ დასჯის უმაღლესი ზომა.
პრემიერის ინიციატივა ქვეყნის დასავლეთით მომხდარმა მკვლელობის ფაქტმა გამოიწვია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა – საქმე სიგარეტის გამყიდველი ახალგაზრდა ქალბატონის მკვლელობას ეხება.
ევროპარლამენტის ავსტრიელმა დეპუტატმა იორგ ლეიჰტფრიდმა თქვა, რომ სიკვდილით დასჯის დაბრუნება, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აკრძალულია, „ბარბაროსობა იქნებოდა“.
უნგრეთში სიკვდილით დასჯა 1990 წლიდან, კომუნიზმის დაშლიდან მალევე გაუქმდა.
ვიქტორ ობრანის ინიციატივას გამოეხმაურნენ როგორც მომხრეები , ასევე მოწინააღმდეგეებიც.
ევროსაბჭოს თქმით, სიკვდილით დასჯის დაბრუნება „ევროპული ღირებულებების განახევრებას“ ნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ უკრაინიდან ხსნის კომიტეტი ჯაშუშობის გამო დაითხოვეს
შემდეგი სტატიასავჩენკოს დაცვა მისი საავადმყოფოდან საგამოძიებო იზოლატორში გადაყვანას მოითხოვს