უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შესაძლოა სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდეს

54d145bcf00ebსეპარატისტები დებალცევოსთან მიახლოებას ცდილობენ. მეორე დღეა, ქალაქის შემოგარენში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. დასახლება სამთავრობო ძალების ხელშია და ამბოხებულები ორი თვეა, მის აღებას უშედეგოდ ცდილობენ.

თავდაპირველად მათ განაცხადეს, რომ დებალცევოს ალყაში მოქცევა შესძლეს. თუმცა, კიევში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

რუსეთი სამხედრო ინტერვენციაში დაადანაშაულა ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალმა, რომელმაც განაცხადა, რომ დებალცევოსთან უკრაინის არმიის წინააღმდეგ უშუალოდ რუსული ქვედანაყოფები იბრძვიან.

მარიუპოლთან სამთავრობო ძალები დილიდან კონტრშეტევაზე არიან გადასული. უკრაინელმა სამხედროებმა ინტენსიური იერიშების შედეგად სეპარატისტებს უკან დაახევინეს და სამი სოფელიც დაატოვებინეს. უკრაინელებმა გასული 24 საათის განმავლობაში 19 ჯარისკაცი დაკარგეს.

ვითარების ესკალაციის შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

ეუთოს დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ შეტევა პრორუსი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.

12 თებერვალი კრამატორსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება
შემდეგი სტატია“ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ექსჰუმაცია უახლოეს მომავალში მოხდება”