დავით ნარმანია: მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება

ქალაქის მერი, დავით ნარმანია, ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას, დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობას სდებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ამიტომაც, თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს. ამასთან მინდა, მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავეებს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილსის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჯოკია ბოდოკიას მიმართ შსს-მ საქმე 338-ე მუხლით აღძრა, რაც დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში3500-ლარიანი სკოლა თაღლითური სქემის გამო დახურულია
შემდეგი სტატიაუკრაინის მთელ ტერიტორიაზე შესაძლოა სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდეს