სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა სალაროებში მომავალი კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი რიცხვიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს დღეს გახდება ცნობილი.
“მიმდინარეობს უეფასთან კონსულტაციები, ასევე დღეს გახდება ცნობილი სხვა დეტალები, მათ შორის, თუ რომელ სალაროებში გაიყიდება ბილეთები და რა ფორმით გაიყიდება უცხოელი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 6.000 ბილეთი”, – განაცხადა ფედერაციის პრესამსახურის უფროსმა ოთარ გიორგაძემ.
მისივე თქმით, ბილეთების ფასი უცვლელი დარჩება – ადგილების მიხედვით 18, 35, 75 ლარი.

banner
წინა სტატიაშიციფრული მაუწყებლობა თბილისის სამაუწყებლო ზონაში ჩაირთო
შემდეგი სტატია“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მარჯანიშვილზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს