საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ აძვიდან კიდევ ერთი მამაკაცი გაიტაცეს. დაკავებული 67 წლის გრიშა ბალამწარაშვილია.
არსებული ინფორმაციით, სოფლის განაპირას გრიშა ბალამწარაშვილი საქონელს მწყემსავდა ორ თანასოფლელთან ერთად, როდესაც რუსი ოკუპანტები “უაზის” მარკის ავტომანქანით გამოჩნდნენ და ავტომატით შეიარაღებულებმა ადგილობრივ მშვიდობიან მოქალაქეებს მოსთხოვეს გაყოლოდნენ.
ორმა თანასოფლელემა თავს გაქცევით უშეველა, გრიშა ბალამწარაშვილი კი ე.წ. მესაზღვრეებმა წაიყვანეს. სავარაუდოდ მას დღის ბოლომდე ცხინვალის ციხეში გადაიყვანენ და წესისამებრ უახლოეს სამ დღეში გაიმართება სასამართლო პროცესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი გატაცებულს სავარაუდოდ გაათავისუფლებენ.