თამარ ჩხეიძე: დღეს ჩვენ გვყავს ერთი პიროვნების კერძო საკუთრებაში არსებული მთავრობა – ეს სავალალოა

1399194546_tamar-chxeidzeNDI-ს კვლევები და შედეგები, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ლარის კურსი და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს ის თემებია, რომლებზეც საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერთან” ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძემ ვრცლად ისაუბრა.

-ქალბატონო თამარ, პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, NDI-ს კვლევების შედეგების შეფასებით მინდა დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი. მმართველ პარტიას 24%, ხოლო ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”- 16%, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურად ასახავს საზოგადოების განწყობას ეს პროცენტული მაჩვენებელი?

-ზუსტად არ ვიცი რამდენად რეალურია ეს ციფრები, თუმცა არც არარეალურად მეჩვენება. არ არის გასაკვირი რომ ,,ქართული ოცნების” რეიტინგი ასე დაეცა.

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია რეიტინგის კლება?

სიმართლე გითხრათ, ის უფრო არადაეკვატურად მეჩვენებოდა, მაღალი რეიტინგი რომ ჰქონდათ. რაც შეეხება რეიტინგის კლების მიზეზს: ეს, ალბათ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა.

მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობაა მიზეზი?

ალბათ, ყველაფერი ერთად აღებული, მაგრამ ქართველი კაცი სამწუხაროდ უფრო მწვავედ მაშინ რეაგირებს, როდესაც მისი სოციალური მდგომარეობა უარესდება. სამწუხაროდ, ნომერ პირველმა პრობლემურმა საკითხმა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მეორეხარისხოვანი გახდა. არადა, სწორედ ეს უნდა იყო შეგნებული საზოგადოებისთვის ნომერ პირველი პრობლემა.

კვლავ NDI-ს კვლევას დავუბრუნდეთ – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კვლავ მოწინავე ოპოზიციური პარტიად რჩება – თქვენი თვალსაზრისით, რა განაპირობებს ამ ფაქტს?

არაა გასაკვირი რომ მათი რეიტინგი კვლევაში გაზრდილია. მიზეზი სწორედ ისაა, რის გამოც ,,ოცნების” რეიტინგმა დაიწია. მიუხედავად საზოგადოების საკმაოდ უარყოფითი განწყობისა, ის პოზიცია რომელსაც ,,ნაციონალები” აშუქებენ, საკმაოდ არგუმენტირებულია და აკადემიური ფორმით გამოხატავენ. ფაქტია რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია ბერკეტი წინააღმდეგობის გაწევის იმ უარყოფითი პროცესებისადმი, რომელსაც ,,ოცნება” ახორციელებს ქვეყანაში. სხვა ნომალურ პოლიტიკურ ერთეულებს სამწუხაროდ ბერკეტი არ აქვთ. ხოლო ვისაც აქვს ისინი აბსოლუტურად მიუღებლები არიან.

უფრო კონკრეტულად – ვის გულისხმობთ ქალბატონო თამარ?

პრორუსულ ძალებს: ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს… მათ არათუ ,,ნაციონალები” არამედ თავად ,,ქართული ოცნებაც” სჯობს. თუმცა თვითონ ,,ქართულ ოცნებასაც” მე განვიხილავ პრორუსულ ძალად. ეს ბრალდება ,,ქართული ოცნების” მისამრთით ხშირად ისმის.

თუმცა, თითქმის სამი წელი გავიდა და რუსეთთან ურთერთობა არ ლაგდება. პირიქით, რუსეთი სულ უფრო მეტ ქართულ ტერიტორიაზე ავლებს ხელოვნურ საზღვარს…

ეს ორი ფაქტი ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, ერთმანეთიდან გამომდინარეობს. ეს არის რუსული პოლიტიკა. რაც უფრო ძლიერ დათმობებზე წახვალ და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს გადადგამ, გამოამჟღავნებ მონურ და მლიქვნელურს დამოკიდებულებას – რუსეთისგან მეტი აგრესია მოდის, კონსტრუქციულ ნაბიჯებს არც უნდა ველოდოთ. კიდევ უფრო გათავხედდება. კიდევ მეტი აგრესია წამოვა – ეს მათი პოლიტიკის ნაწილია. როდესაც ღირსეულ წინააღმდეგობას უწევ მაშინ უფრო არის შანსი რომ კრემლი უკან დაიწევს. თუმცა როდესაც ასეთი სახელმწიფოებრივი ინეტერსების უგულებელმყოფელი ხელისუფლება გვყავს, ნაკლებად უნდა ველოდოთ კონსტრუქციულ ნაბიჯებს.

საქართველო და ნატო – უნდა ველოდოთ თუ არა რიგის სამიტზე წინ გადადგმულ ნაბიჯს ნატოსთან დაახლოების გზაზე?

სამწუხაროდ, თვითონ დასავლეთის სახელმწიფოები არ არიან მზად მკვეთრი და ღირსეული პასუხი გასცენ რუსეთის აგრესიას. მათ უფრო მტკიცე პოზიცია უნდა დაეკავებინათ საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, ისინი ზედმეტად უწევენ ანგარიშს რუსეთს და სამწუხაროდ, იგივე შეცდომას უშვებენ. იმიტომ რომ რუსეთი ყოველთვის აკეთებს დარტყმებს სუსტ ადგილზე. ამ შემთხვევაში, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ზედმეტ ანგარიშს უწევს პუტინის სურვლებს. ნატოში გაწევრიანების პროცესს აბრკოლებს საქართველოს ხელისუფლებაც. მისი კურსი ოფიციალურად პროდასავლურია თუმცა ნათელია რომ პრორუსულ ინტერესებს ატარებს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პროცესის შესანელებლად.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა იყო – ამ ფაქტის თქვენეული შეფასება….

ყოვლად დაუშვებელი ფაქტია. მე მოსმენილი და წაკითხული მაქვს მისი პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში. შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს თავდაცვის მინისტრი, რომელიც აფხაზეთთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად არ მიიჩევს? აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სხვა არაფერია, თუ არა მისი რუსეთისთვის გადაცემა. მიუხედვად იმისა, რომ პროდასავლური იმიჯი აქვთ რესპუბლიკელებს, მათი დამოკიდებულება და პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში ანტიდასავლურია. თავდაცვის მინისტრობა, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას უნდა ნიშნავდეს.

NDI-ს კვლევებს დავუბრუნდები. მოქმედ პრემიერ- მინისტრს რეიტინგით უსწრებს პრეზიდენტი, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძეც კი, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგის ასეთი დაბალი მაჩვენებელი?

იმან, რომ ის ნომინალურად არის პასუხიმგებელი პროცერსებზე, არაფერს წყვეტს -სწორედ ეს განაპირობებს მის დაბალ რეიტინგს. აბსოლუტურად აშკარაა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ერთი პიროვნების კერძო საკუთრებაში არსებული მთავრობა – ეს კი ქვეყნისთვის სავალალოა.

ლარის კურსზეც უნდა გკითხოთ…

ისე მიდის სიტუაცია, არ არის გამორიცხული ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს. ბუნებრივია, თუ ასე გაგრძელდა ხელისუფლების პოლიტიკა, არაა გამორიცხული სამამდეც კი ავიდეს დოლარის ფასი. უფრო მეტად რომ არ დასუსტდეს ლარი, უნდა ხდებოდეს ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშეწყობა და ინვესტიცების შემოსვლა.

და ბოლოს, ვადამდელი არჩევნების საჭიროებას თუ ხედვათ და სად არის გამოსავალი თქვენი ხედვით?

ვადამდელი არჩვენების აზრს ვერ ვხედავ, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს გარემო და კანონმდებლობა. რაც შეეხება გამოსავალს – ზოგადად გამოსავალი არის საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლა. პოლიტიკურად მომწიფებული მოქალაქობრივი თვითშეგნების უფრო მაღალ დონეზე ასვლა. მორალურ-ინტელექტუალური წინსვლაა მხოლოდ გამოსავალი.
TIMER-Aესაუბრა ეკა წივწივაძე

banner
წინა სტატიაშისოფელ აძვიდან მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაპარლამენტარის ქალიშვილის უხამსი წერილი საკრებულოს დეპუტატს