სერბეთის პრემიერს სრებრენიცაში ქვები და ბოთლები დაუშინეს

სერბეთის პრემიერს სრებრენიცაში ქვები და ბოთლები დაუშინეს

სერბეთის პრემიერს სრებრენიცაში ქვები და ბოთლები დაუშინესსერბეთის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ვაუჩინს სრებრენიცაში ხალხმა ბოთლები და ქვები დაუშინა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სერბეთის დელეგაციამ ცერემონია დროზე ადრე დატოვა მომხდარი ინციდენტის გამო.
დღეს სრებრენიცაში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა იუგოსლავიის ომის დროს სერბების მიერ 8 000 ბოსნიელის დახოცვის გამო. ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპერედენტო იყო და მას გენოციდის სტატუსი მიენიჭა.
პრემიერის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ქვა პრემიერს სათვალეზე მოხვდა. მას ხალხმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. ინციდენტმა ბელგრადი აღაშფოთა.
სერბეთის შს მინისტრის განცხადებით, “მომხდარი სერბეთზე და ყველა სერბზე თავდასხმას ნიშნავს”.

“ბოსნიის მთავრობას მცდელობაც არ ჰქონია სერბეთის პრემიერ-მინისტრისთვის უსაფრთხოების პირობები შეექმნა” – განაცხადა სერბეთის შს მინისტრმა.
სამგლოვიარო ცერემონიაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

 

banner
წინა სტატიაშიჩინეთს ტაიფუნი “ჩან-ხომი” დაატყდა თავს
შემდეგი სტატიაუკრაინა – სროლა პოლიციასა და “მემარჯვენე სექტორს” შორის