უკრაინა – სროლა პოლიციასა და “მემარჯვენე სექტორს” შორის

უკრაინა - სროლა პოლიციასა და

უკრაინა - სროლა პოლიციასა და "მემარჯვენე სექტორს" შორისდასავლეთ უკრაინაში, ქალაქ მუკაჩევოში პოლიციასა და “მემარჯვენე სექტორს” შორის სროლა გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს თქმით, არიან დაღუპულები და დაჭრილები. “სამართალდამცავ უწყებებს დამნაშავეების დაჭერის ბრძანება გავეცი” – წერს პრეზიდენტი.
უმაღლესი რადას დეპუტატის ანტონ გარაშენკოს თქმით, სამი თავდამსხმელი დაღუპულია. გერაშენკომ აღნიშნა, რომ ინციდენტი მოხდა ობიექტზე, რომელიც პარლამენტის დეპუტატს მიხაილ ლანიოს ეკუთვნის.
შს მინისტრმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ დაჭრილებს შორის 4 სამოქალაქო პირია და სამი პოლიციის თანამსრომელი. ორი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია.

“მემარჯვენე სექტორი” უკვე რამდენიმე ხანია ადგილობრივ ოლიგარქებთან კონფლიქტშია, რომლებიც, სხვათა შორის, ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, პროსტიტუციას და საბაჟო კონტროლს მფარველობენ” – ამბობს დეპუტატი.
“სექტორის” ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ლანიოს ხალხი ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა, რომლის შემდეგაც “მემარჯვენეებმა” საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, შესაძლებელია გავლენის სფეროს გადანაწილებები მიმდინარეობდეს.
შს სამინისტროს განცხადებით განხორციელდა “შეიარაღებული ბანდის დაჭერის ოპერაცია” , რომლის დროსაც დაჯგუფება ალყაში მოაქციეს. მათ პოლიციის ორი მანქანა გაანადგურეს.
“მემარჯვენე სექტორი” დეპუტატ ლანიოს დაუყოვნებლივ დაკავებას მოითხოვს.
მედიის თქმით, სროლისას ახლომდებარე ბენზოგასამართ სადგურს წაეკიდა ცეცხლი.

banner
წინა სტატიაშისერბეთის პრემიერს სრებრენიცაში ქვები და ბოთლები დაუშინეს
შემდეგი სტატია15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო