როგორც სენაკის საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, კომპანია ,,აკომ,, რომლის თანამფლობელი საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძეა… ქონების მართვის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მისი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიასთან მიმავალი რკინიგზის ჩიხის შესყიდვის უფლება არ მისცეს…
,,მინდა გკითხოთ! სადმე გინახავთ და გაგიგიათ, რომ მთავრობის წარმომადგენელი საკუთარი ბიზნესის გამო მთავრობას უჩიოდე?!,, აცხადებს საკრებულოს წევრი ქარდავა, რომელის ინფორმაციითაც, სენაკის გამგებელმა ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველი სასამართლო პროცესი წააგო და ჯარიმაც დააკისრეს.
,,მსგავსი გამგებელი და პარტიის თავმჯდომარე რაიონში, ,,ქართული ოცნების,, მონაპოვარია… აცხადებს ქარდავა.