იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით საავტომობილო გზა დაიკეტა

მეტეხის გვირაბთან არსებულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაიკეტა.
როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია იალბუზის ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო C ჰეპატიტის ვისურისით ინფიცირებულ პაციენტებს მიმართავს
შემდეგი სტატიასენაკის გამგებელი საკუთარი ბიზნესის გამო ჩივის