ტიტულისთვის Miss Planet — Georgia 2015 სხვადასხვა ქვეყნის 26 წარმომადგენელი იბრძვის. მონაწილეთა უმეტესობა ევროპული ქვეყნებიდან არიან. ოთხი მონაწილე რუსეთიდან ჩამოვიდა, ორი უკრაინადან, ერთ-ერთი მათგანი ყირიმიდან არის.
მიუხედავად იმისა, რომ “მის პლანეტას” მონაწილეები ერთმანეთის კონკურენტები არიან, ღონისძიებაზე მეგობრული ატმოსფერო სუფევს. ორგანიზატორები კმაყოფილებას გამოთქვამენ – საქართველო მეგობრული ქვეყანაა და თავს ყველა კომფორტულად გრძნობს.
საქართველოში კონკურსი რამდენიმე ტურით ტარდება. ეროვნული ტანსაცმლის, ბიკინების და საცურაო კოსტუმების დეფილე უკვე ჩატარდა. ეროვნულ სამოსში ჟიურის უმაღლესი შეფასება მოიპოვა ქართველმა კონკურსანტმა – თინათინ ბაბლუანმა.
დღეს, 10 სექტემბერს კონკურსის ინტელექტუალური ტური გაიმართება.
“მის პლანეტას” ნახევარფინალი 11 სექტემბერს კახეთში, ხოლო ფინალი 12 სექტემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.