საქართველოში პირველად მიმდინარეობს საერთაშორისო კონკურსი “მის პლანეტა”

საქართველოში პირველად მიმდინარეობს საერთაშორისო კონკურსი

საერთაშორისო კონკურსის "მის პლანეტა" პირველი ტური, რომელიც 2015 წელს საქართველოში ტარდება, მონაწილეების ეროვნულ სამოსში დეფილესგან შედგებოდა. ჟიურის უმაღლესი შეფასება მოიპოვა ქართველმა კონკურსანტმა - თინათინ ბაბლუანმა. Sputnik საქართველო http://sputnik-georgia.com/foto/20150909/228506976.html#ixzz3lI1NuFEoტიტულისთვის Miss Planet — Georgia 2015 სხვადასხვა ქვეყნის 26 წარმომადგენელი იბრძვის. მონაწილეთა უმეტესობა ევროპული ქვეყნებიდან არიან. ოთხი მონაწილე რუსეთიდან ჩამოვიდა, ორი უკრაინადან, ერთ-ერთი მათგანი ყირიმიდან არის.

მიუხედავად იმისა, რომ “მის პლანეტას” მონაწილეები ერთმანეთის კონკურენტები არიან, ღონისძიებაზე მეგობრული ატმოსფერო სუფევს. ორგანიზატორები კმაყოფილებას გამოთქვამენ – საქართველო მეგობრული ქვეყანაა და თავს ყველა კომფორტულად გრძნობს.
საქართველოში კონკურსი რამდენიმე ტურით ტარდება. ეროვნული ტანსაცმლის, ბიკინების და საცურაო კოსტუმების დეფილე უკვე ჩატარდა.  ეროვნულ სამოსში  ჟიურის უმაღლესი შეფასება მოიპოვა ქართველმა კონკურსანტმა – თინათინ ბაბლუანმა.
oi

დღეს, 10 სექტემბერს კონკურსის ინტელექტუალური ტური გაიმართება.
“მის პლანეტას” ნახევარფინალი 11 სექტემბერს კახეთში, ხოლო ფინალი 12 სექტემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

 

საქართველოში პირველად მიმდინარეობს საერთაშორისო კონკურსი "მის პლანეტა"საქართველოში პირველად მიმდინარეობს საერთაშორისო კონკურსი "მის პლანეტა"საქართველოში პირველად მიმდინარეობს საერთაშორისო კონკურსი "მის პლანეტა"

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიაში სადესანტო გემებს, თვითმფრინავებს და ჯარისკაცებს აგზავნის…
შემდეგი სტატიაბრიტანელმა მხატვარმა დედოფალი ელისაბედი ნიუს სტილში დახატა