“საქართველოს შეუძლია შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში”

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი კონტიგენტი ჰყავს გადასროლილი ავღანეთში. ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან ყველა ის სამხედრო მოსამსახურე გაიხსენა, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა და აღნიშნა, რომ საქართველო სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეულად აფასებს.

“საქართველოს შეუძლია შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში. ჩვენმა ქვეყანამ გადაისროლა ყველაზე დიდი კონტიგენტი ავღანეთის მისიაში აშშ-ს შემდეგ. ჩვენი ჯარისკაცები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ერის სიამაყე და შესაბამის პატივისცემას ვაცხადებთ მათ მიმართ. მინდა გავიხსენო, ყველა ის მამაცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაეცა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენი ქვეყნის წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ამით არ სრულდება, საქართველო ასევე ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებს უჭერს მხარს. ასევე, მეორე, ყველაზე უფრო დიდი კონტიგენტი გაგვაჩნია ევროკავშირის სამხედრო მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს კითხავდა
შემდეგი სტატია“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეგიონული ინტეგრაციის უდიდეს პოტენციალს შეიცავს”