“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეგიონული ინტეგრაციის უდიდეს პოტენციალს შეიცავს”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით აბრეშუმის გზის აღდგენა არის აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა აბრეშუმის გზის ფორუმის განხორციელებულ იდეასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ტიპის პირველ მაღალი დონის ფორუმს თბილისი რამდენიმე კვირაში უმასპინძლებს.

„საქართველო განლაგებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე, რასაც ხაზი გაესვა, როდესაც საქართველომ წელს უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველ შეხვედრას. აბრეშუმის გზის რეგიონი ფარავს მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს. დარწმუნებული ვარ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი შეიცავს თანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციის უდიდეს პოტენციალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა ირანთან მიღწეულ შეთანხმებას (P5+1). პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დადებითად განვითარდება და წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებაში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს შეუძლია შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში”
შემდეგი სტატია“ისეთ მდგომარეობაშია ფეხბურთი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელი იქნება