საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ყველა კონფლიქტში რუსეთი არის მხარე

საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ყველა კონფლიქტში რუსეთი არის მხარე

საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ყველა კონფლიქტში რუსეთი არის მხარეუკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ყველა კონფლიქტში რუსეთი არის მხარე. ამის შესახებ იუშჩენკომ ბათუმის აეროპორტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ არის მხოლოდ ქართული საკითხი, ისევე, როგორც დნესტრისპირეთი არ არის მოლდოვა და დონბასი და ყირიმი არ არის უკრაინის საკითხი. ეს ყველაფერი რუსეთთან არის კავშირში. ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი არის მხარე.
10 წლის წინ, ევროპის აღმოსავლეთში რუკაზე 2 კონფლიქტი იყო, ორივე გაყინული. ეს არის დნესტრისპირეთი და მთიანი ყარაბაღი. ახლა ექვსია, აქედან ერთი ცხელი კონფლიქტია”, – განაცხადა იუშჩენკომ.
მისი თქმით, ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გაიგოს, რომ ევროპის აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა ეს გეოპოლიტიკური პრობლემაა და ის უნდა გადაიჭრას გეოპოლიტიკური ინსტრუმენტებით და ფორმატით.

banner
წინა სტატიაში(+18) ხმელთაშუა ზღვაზე მომხდარი ტრაგედია-ფოტოები, რომელმაც შეძრა მსოფლიო
შემდეგი სტატია5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი