საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს

საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს

ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი რათა წევრობის გზაზე წინ იმოძრაოს.
“თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად მარტივი გზა არ არის, მას ჭირდება დრო, ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება. საქართველოს ხალხი და მთავრობა ერთგულია აღნიშნული მიმართულების. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმების ჩათვლით და ხაზს ვუსვამთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე აღვნიშნავ საჭიროებას ამ პროგრესის გაგრძელების. ეს ეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებსაც. ამ სერიოზული რეფომრების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ნატო- ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას
შემდეგი სტატიაექსპერტები სრულყოფილად ვერ ახერხებენ მუშაობას, რადგან გარკვეული სამუშაოები ჯერ კიდევ ხანძრის ტერიტორიაზე ჩასატარებელია