ექსპერტები სრულყოფილად ვერ ახერხებენ მუშაობას, რადგან გარკვეული სამუშაოები ჯერ კიდევ ხანძრის ტერიტორიაზე ჩასატარებელია

ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნია

კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი განზრახ გააჩინესზარალი დიდია, – ამის შესახებ ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის ადგილზე მისვლისას ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ციფრებზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერტებს მუშაობა არ დაუსრულებიათ და მიმდინარეობს გამოძიება.
“ექსპერტები სრულყოფილად ვერ ახერხებენ მუშაობას, რადგან გარკვეული სამუშაოები ჯერ კიდევ ხანძრის ტერიტორიაზე ჩასატარებელია. დიდი მნიშვნელობა ექნება გამოძიების შედეგებს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ციფრებზე საუბარი. კომპენსაციის საკითხი დაკავშირებულია გამოძიების შედეგებზე, მას შემდეგ რაც გაირკვევა რასთან გვაქვს საქმე, თუმცა რა თქმა უნდა, მორალურად ამ ადამიანებს მხარდაჭერა სჭირდებათ”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ხანძრის ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს მცირე კერების ქრობა. ამასთან, დღესვე იგეგმება დამწვარი ტერიტორიის ერთ-ერთი საყრდენი კედლის დემონტაჟი, რომელიც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აუცილებლობას წარმოადგენს. კერძოდ, ერთი საყრდენი კედელი ხანძრის შედეგად გადაიხარა და ჩამონგრევის საფრთხეა.
ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან დაზარალებულები, რომლებსაც ქარხნის შენობაში საამქროები ქონდათ. დამწვარია ძვირადღირებული დანადგარები, ასევე ინვენტარი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს
შემდეგი სტატიაარ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე