საპარტნიორო ფონდში საკადრო ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა

საპარტნიორო ფონდის ახალ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს საკადრო ცვლილებები არ განუხორციელებია. როგორც  საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამუშაო პროცესი და იმ პროექტების განხორციელება, რომელიც წინა ხელმძღვანელის პირობებში იყო.
დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კოვზანაძე შეცვალა, რომელიც ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში,, საქართველოს ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს”
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილის პირველი სამუშაო დღე ფეხბურთის ფედერაციაში