ლევან კობიაშვილის პირველი სამუშაო დღე ფეხბურთის ფედერაციაში

ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პირველი სამუშაო დღეს აქვს. კობიაშვილი ფედერაციაში მივიდა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ლევან კობიაშვილის თქმით, ის რაიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. როგორც კობიაშვილი აცხადებს, ყველა თანამშრომელმა, თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

“დღეს შევხვდები ყველა თანამშრომელს. მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველასთან. ყველა ადამიანი თავის ბედს თვითონ გადაწყვეტს, საკუთარი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე”, – აღნიშნა კობიაშვილმა.

ამასთან, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, მისთვის მნიშვნელოვანია, დეტალურად შეისწავლოს ფედერაციაში არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

“ჩემი მთავარი ამოცანაა შევისწავლოთ დღევანდელი მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც დასახული გვაქვს და რაც არის ჩვენი მიზანი. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა ფინანსური კუთხითაც და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ ამ თემებზე თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ”, – განაცხადა კობიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპარტნიორო ფონდში საკადრო ცვლილებები ჯერ არ განხორციელებულა
შემდეგი სტატიაახალი კადრები, რომლებიც შეირჩევიან, იქნებიან პროფესიონალები – ვიცე-მერი საკადრო ცვლილებებზე საუბრობს