თბილისის მერიის მაღალჩინოსნის ჯოკია ბოდოკიას დაკავების ფაქტს დედაქალაქის საკრებულოს თავჯდომარე გამოეხმაურა.
გიორგი ალიბეგაშვილი ფიქრობს, რომ ყველა პირი, განურჩევლად პოლიტიკური ან თანამდებობრივი სტატუსისა, კანონის წინასე თანასწორი და პასუხისმგებელია.
“ყველა აგებს უმკაცრესად პასუხს, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წარმომადგენლები,” – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ ფაქტზე სხვა პირებიც დააკავონ.