შსს-ს ნარკორეალიზატორები დააკავა

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

სამართალდამცველებმა წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით ისევ დააკავეს.

1973 წელს დაბადებულ ბესიკ ტ, 1981 წელს დაბადებული ნიაზ უ. და 1973 წელს დაბადებული დავით კ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში დააპატიმრეს.

მათი ავტომობილის, ასევე პირადი ჩხრეკისას პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი და ბუპენოფრინი ამოიღო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკის რეალიზაციას.

დაკავებულები აღიარებენ დანაშაულს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
შემდეგი სტატიასაკრებულოს თავმჯდომარე ბოდოკიას საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს