რუსულმა ეკლესიამ სირიაში ოპერაციას ,,რუსეთის წმინდა ვალდებულება,, უწოდა…

რუსეთის მარლთმადიდებლური ეკლესიის სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ვსევოლოდ ჩაპლინმა, სირიაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციას, ,,რუსეთის წმინდა ვალდებულება,, უწოდა…

,,ეს არის ბრძოლა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოვალეობასთან იმ ადამიანების დაცვის საქმეში, რომლებიც ტერორიზმისაგან იტანჯებიან. რუსეთი ყოველთვის გრძნობდა ამ მოვალეობას და ყოველთვის იბრძოდა იმისათვის, რომ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში სამართლიანობა დაემყარებინა… და ჩვენი ქვეყნისთვის ეს ზნეობრივი და წმინდა ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი ხალხის მენტალიტეტშია დაფუძნებული,, აცხადებს რუსული ეკლესიის წარმომადგენელი.

,,სირიის კონფლიქტი არა არის რელიაგიათაშორის დაპირისპირება და საინფორმაციო ველზე მისი ამ სახით წარმოჩენა,  არის ძალიან სახიფათო მცდელობა,, აცხადებს ჩაპლინი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგაბელიამ ,,ბარსელონასთან,, სახიფათო ტრამვა მიიღო… (VIDEO)
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “დადიანო, დადიანო, მამულები ჩამოგართვეს, გული არ დაიდარდიანო”