კახა მიქაია: “დადიანო, დადიანო, მამულები ჩამოგართვეს, გული არ დაიდარდიანო”

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

ქალაქ ზუგდიდის მერია ზუგდიდში მეორე საჯარო სკოლის წინ 1 201 კვადრატული მიწის ნაკვეთს აუქციონის წესით გაყიდის. ქალაქის საკრებულომ მერიას დღეს მისცა თანხმობა, რომ ფართის გასაყიდ ფასად განისაზღვროს 1 500 000 ლარი (მილიონ ხუთასი ათასი). ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარეს თენგიზ ქოჩუას განცხადებით, პირი, რომელიც აუქციონის წესით შეიძენს აღნიშნულ ქონებას, ვალდებული იქნება ააშენოს საერთაშორისო ბრენდის სახელის მქონე არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო და განახორციელოს მინიმუმ 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს არქიტექტურა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, პროექტი კი შეთანხმებული იყოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან.
საკრებულოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეჭვი აქვს, რომ ფართით უკვე დაინტერესებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მათი თქმით, ამ ეჭვს ამყარებს ცოტა ხნის წინ „ქვეყნის პირველი მოქალაქის“ სტუმრობა ზუგდიდში, როცა მან თავად დაათვალიერა რამდენიმე მიწის ნაკვეთი, მათ შორის ახლა აუქციონზე გასაყიდად გამზადებული ფართიც. საპასუხოდ საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება მყიდველი, ის გამოვლინდება აუქციონის წესით და განახორციელებს „ქალაქისთვის სასიკეთო“ ინვესტიციას.

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის წინ 1 201 კვადრატული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვის ფაქტს მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა მიქაია გამოეხმაურა. იგი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ნუ წავლენ ისტორიული მემკვიდრეობის წინააღმდეგ.

“მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ დადაინების სასახლის წინ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არა აქვს ადგილი არც სასტუმროს, არც იუსტიციის სახლს და არც რაიმე შენობა–ნაგეგობას.მთელი სამგრელოსათვის ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე არის სავიზიტო ბარათი, ამიტომ გამოვთქვამ მტკიცე პროტესტს ამ გადაწყვეტილების მიმართ და მივმართავ ცენტრალურ ხელისუფლებას არ გაყიდონ მიწის ეს ნაკვეთი და არ ააშენონ სასტუმრო“ – აცხადებს კახა მიქაია “თაიმერთან“ საუბარში.
მისივე განცხადებით, არჩევნების წინ ხელისუფლებას არ ვურჩევ ზუგდიდელების გაღიზიანებას. „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული სასტუმროს მშენებლობით, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ბიძინა ივანიშვილის სახელს, ნაციონალები პოლიტიკური სპეკულაციისა და მისი სახელის დისკრედიტაციისთვის იყენებენ, რადგან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონ ბიძინას იმ ადგილას სასტუმროს აშენების არანაირი ინტერესი არ გააჩნია.ეს არის პირდაპირ გუბერნატორ შონიას და მერ გოგოხიას “ხუშტური”. ამ ადამიანთა ქმედება საზოგადოებაში აღძრავს გონივრულ ეჭვს, რომ ისინი ფინანსურად არიან დაინტერესებულნი ამ პროექტის განხორციელებაში და ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას გარკვეულ ბიზნეს წრეებთან“ – ამბობს კახა მიქაია.

“ნუ გაიგებთ ისე, რომ მე წინააღმდეგი ვარ ინვესტიციების ჩადების და რეგიონის განთვითარების. სადაც გინდათ იქ ააგეთ სასტუმროები, სუპერმაკეტები, პირიქით, რაც უფრო მეტი სასტუმრო და შენობა–ნაგებობა შეემატება ზუგდიდს, მოხარული ვიქნები, მაგრამ არა ისტორიული მემკვიდერეობისა  და დადანების სასახლის სანაცვლოდ. გახსოვთ ცნობილი სიმღერა “დადიანო, დადიანო, მამულები ჩამოგართვეს, გული არ დაიდარდიანო”. ეხლა მივმართავ გოგოხიებს, შონიებს, ქვარაიებს, გოგიებს თოლორაიებს, წარსულში სააკაშვილებს, გოროზიებს, ახალაიებს, გუნავებს, კონჯარიებს, ბოდიში ამ სიტყვებისთვის ნაყარ–ნუყარ,ხიჭმაჭუებს, ნუ ითბობთ ხელს ისტორიული მემკვიდრეობის და დადიანების სასახლის ხარჯხე“ –განაცხადა „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელმა კახა მიქაიამ.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშირუსულმა ეკლესიამ სირიაში ოპერაციას ,,რუსეთის წმინდა ვალდებულება,, უწოდა…
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიაში სამხედრო დანაშაულის ჩადენა უკვე მოასწრო…