რომის პაპმა ერეტიკოსებს ბოდიში მოუხადა

რომის პაპმა ერეტიკოსებს ბოდიში მოუხადა

რომის პაპმა ერეტიკოსებს ბოდიში მოუხადადღეს, რომის პაპი ფრანცისკი იტალიის ქალაქ ტურინში ევანგელისტურ ეკლესიას ეწვია. მიმომხილველები პანთიფიკის ამ ნაბიჯს ქრისტიანული ეკლესიების დაახლოების მცდელობად აფასებენ. მათ ასევე გაიხსენეს პაპის მოწოდება, რომ მართლმადიდებლებმა და პროტესტანტებმა აღდგომა ერთად იზეიმონ.

პაპის ტურინში ვიზიტის ოფიციალური მიზანი ტაძრის მონახულება იყო, სადაც ტურინის მაცხოვრის სუდარაა გამოფენილი. ამის მიუხედავად, ვატიკანში პროგრამის მნიშვნელოვან პუნქტად პონთიფიკის მიერ ევანგელისტური ეკლესიის მონახულება ითვლება. საქმე იმაშია, რომ პაპი ფრანცისკი კათოლიკური ეკლესიის პირველი მეთაურია, რომელმაც მე-12 საუკუნის შემდეგ პირველად მოინახულა ევანგელისტური ტაძარი.
«კათოლიკური ეკლესიის სახელით პატიებას გთხოვთ იმ არაადამიანური ურთიერთობებისა და მოქმედებების გამო, რომელიც ჩვენ, კათოლიკებმა დავუშვით თქვენს მიმართ» – განაცხადა პონტიფიკმა.
ტურინის ტაძრის პასტორი პაოლო რიბეტი პაპს ამ სიტყვებით დახვდა: «კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ძვირფასო ძმაო».

რომის პაპმა და ტაძრის პასტორმა «მამაო ჩვენო» ერთად წაიკითხეს

banner
წინა სტატიაშიმამუკა კუდავა – ,,ეს ალბათ სკანდალზე მეტია,,
შემდეგი სტატიათურქეთ-სირიის საზღვარზე 500 მეტრის გვირაბი იპოვეს